ამომავალი ვარსკვლავები ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში 7 სექტემბერს 19 საათზე ამომავალი ვარსკვლავების კონცერტი გაიმართება.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პიანისტები ანა ყიფიანი, დავით ალადაშვილი და ალექსანდრა მასალევა დაუკრავენ.

პიანისტებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით.

ამომავალი ვარსკვლავების საკონცერტო პროგრამაშია მასკანის ინტერმეცო ოპერიდან “სოფლის ღირსება”, ბახის საფორტეპიანო კონცერტი N1 BWV 1052, მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი N22 K. 482 და ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი N3.