30 სექტემბერი, 2017

7 ნომინაციაში წარდგენილი ქართული ფილმი გამარჯვებულია

ავსტრალიაში, სიდნეის ინდი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილე ფილმებიდან გამარჯვებული ქართული ფილმი “8 წუთი” გახდა.

გიორგი გოგიჩაიშვილისა და დათო აბრამიშვილის ფილმი კინოფესტივალზე 7 ნომინაციაში იყო წარდგენილი. ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, ფილმი საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის ტიტულის მფლობელი გახდა.

“8 წუთი” პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. შემოქმედებითი ჯგუფის სადებიუტო პროექტი წარმატებული გამოდგა და მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე ჯილდოს მიღებაც შეძლო.