5 სექტემბერი, 2017

შეაჩერეთ ქართული ცეკვის ქურდობა

ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როცა ქართულ ცეკვებს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები საკუთარ კუთვნილებად ასაღებენ.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს აზიარებს, სადაც სომხურ ქორწილში შესრულებულ ცეკვას ვიდეოს ავტორი სომხურ ნაციონალურ ცეკვას უწოდებს.

გიორგი კალანდია:

“როდის მერე გახდა სომხური?! თუმცა ასეთ მოვლენებს ისტერიკით არ უნდა ვუპასუხოთ. საჭიროა მათი იუნესკოს არამატერიალური ძეგლების ნუსხაში ჩართვა, რაც ავტომატურად მათ წარმომავლობას და ეთნიკურ კუთვნილებას იცავს!”