30 სექტემბერი, 2017

უბრალოდ მოუსმინეთ

გორის სამუსიკო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ზაზარაშვილი რეგიონალური კონკურსის აღმოჩენა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

კონკურსი ფონდმა “თამარიანი” ჩაატარა და მასში მონაწილეობას იღებდნენ კონკურსანტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა, რომლის პედაგოგიც ნანა სამხარაძეა.

გამარჯვებულს ოპერის მომღერალმა ირაკლი კახიძემ ქართველი რობერტინო ლორეტი უწოდა:

“გავგიჟდი! უბრალოდ მოუსმინეთ! ისეთი სასწაული ნოტია ბოლოს, რომ ვერ დაიჯერებს კაცი! ბრავო! ქართველი რობერტინო ლორეტი – ალექსანდრე ზაზარაშვილი!”