1 სექტემბერი, 2017

“რა ხალხი ხართ?!”

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ადამიანების მიერ სხვისი ცხოვრების განსჯას აპროტესტებს და მაია ასათიანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს:

“აღარ უნდა დამთავრდეს სხვის ცხოვრებაში ასე უნამუსოდ ჩარევები?! მოასვენეთ ეს ადამიანი!!! დატოვეთ მის ტკივილთან მარტო!!!

ვინ ხართ?! რა ხალხი ხართ?! დაავადდა ერი! ერთი ადამიანიც კი თუ გამოერია ისეთი, რომელიც თავს უფლებას აძლევს ასე ჩაერიოს სხვის ცხოვრებაში, თან ასეთი ტრაგიკული ადამიანის ცხოვრებაში, საჯაროდ გაკიცხოს და ,,ასწავლოს” როგორ უნდა იცხოვროს, ავად ვართ აბა რა!!!

წადით, თქვენს საქმეს მიხედე!!!! მაგრამ რა საქმეს უნდა მიხედოთ, რაც არ გაქვთ!!! სიძულვილს მაინც მოერიეთ და გაჩუმდით!!!… თორემ სიყვარულით რომ ვერ დაამარცხებთ თქვენს სენს, ეს ფაქტია!!!”