საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მეფე ერეკლე II-ის დროინდელი ზარბაზნის ნახვა ახლა უკვე 300 არაგველის ბაღშიც არის შესაძლებელი.
თბილისში ნაპოვნი მე-18 საუკუნის ექსპონატის ასლები, კრწანისის გამგეობის ძალისხმევით, ქალაქის ისტორიულ გალავანთან განთავსდა.
ერეკლე II-ის ინიციატივით, თბილისში ჯერ კიდევ 1749 წელს ააგეს საარტილერიო ქარხანა (ჯაბახანა), სადაც ციხის თოფებს, ზამბულაკებს, თოფ-იარაღსა და ზარბაზნებს ასხამდნენ. ქარხანა დღევანდელი კოტე აფხაზის, დადიანისა და ასათიანის ქუჩების მიმდებარედ მდებარეობდა.