8 სექტემბერი, 2017

გრიგოლ ყიფშიძე ევროვიზიაზე

“იქს ფაქტორის” გამორჩეული მონაწილე და ფინალისტი გრიგოლ ყიფშიძე საქართველოს 2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს.

სპეციალურმა ჟიურიმ ყველა კონკურსანტს მოუსმინა და არჩევანი გრიგოლზე შეაჩერა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ პროდიუსერი ზაზა შენგელია, მომღერალი მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი დავით ევგენიძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები მუსიკალური რედაქტორი ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი გიორგი ასანიშვილი.

გრიგოლ ყიფშიძისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.

საბავშვო ევროვიზია 2017-ს რეჟისორი გორდონ ბონელო დადგამს. იგი უკვე 4 წელია თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საბავშვო ევროკონკურსის მასშტაბურ შოუს დგამს.

რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება შოუს წამყვანების ვინაობაც. შესარჩევი კონკურსი გორდონ ბონელომ პროექტის საპროდიუსერო ჯგუფთან ერთად უკვე ჩაატარა.

საბავშვო ევროვიზია წელს პირველად საქართველოში ჩატარდება. გრანდიოზული შოუ 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. შარშანდელ საბავშვო ევროვიზიაზე მალტაში გამარჯვება ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით „მზეო“.