რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი “ხიბულა” 15 ნოემბრიდან საფრანგეთის კინოთეატრებში იქნება ნაჩვენები.
ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
“ხიბულა” დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი მხატვრული ნაწარმოებია.
გიორგი ოვაშვილი:
“ფილმი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდს – გასული საუკუნის 90-იან წლებს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლო დღეებს ეძღვნება.”
ფილმის ქართული პრემიერა 23 ნოემბერს გაიმართება.