მუცოელი პოეტი გელა დაიაური პოლიტიკაში წავიდა.
ის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს და დუშეთის მერობის სურვილით კენჭს იყრის.
გელა დაიაური დუშეთში მერობის კანდიდატად პარტიამ “ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველო” წარადგინა.
”ნაბიჯი ევროპისაკენ” – ასეთია მოწოდება, რომელსაც გელა დაიაური თავის ამომრჩეველს სთავაზობს.