8 სექტემბერი, 2017

ბესიკ ხარანაულის მთავარი სათქმელი

მწერლისა და პოეტის ბესიკ ხარანაულის შემოქმედება მკითხველთა ნაწილს რთულად ეჩვენება, ნაწილს კი – მარტივად.

თავად ავტორი ამბობს, რომ მისი ნაწარმოებების ამოსავალი წერტილი სიმართლეა და სათქმელი, რაც მას როგორც ადამიანს, ყველაზე მეტად აწუხებს:

„რამდენსაც ადამიანებზე ფიქრობ, იმდენ ხანს რომ ღმერთზე იფიქრო!
ადამიანებზე ფიქრი უწესობას გაჩვევს,
ღმერთზე ფიქრი – წესიერებას.
ადამიანებზე ფიქრი მიგაჭენებს,
ღმერთზე ფიქრი გაჩერებს.
ადამიანები გაფორიაქებენ,
ღმერთი გამშვიდებს.
ადამიანებს ვერ მიეწევი,
ღმერთი ყოველ წამს გვერდუთ გყავს.
ადამიანებზე ფიქრობ – მარჯვნივ თუ მარცხნივ,
ღმერთი კი სწორადა გყავს.
ადამიანი მრავალნაირია,
ღმერთი კი უცვლელი.
ადამიანი ხან შეიძლება, ხან არა,
ღმერთი კი მუდამ.“