8 სექტემბერს 19 საათზე რიგით მეხუთე საიუბილეო ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საერთაშორისო ფონდის SOS Talents გალაკონცერტით დაიხურება.
კონცერტი სიურპრიზი – ასე უწოდეს მას ორგანიზატორებმა, რომელიც ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
გალაკონცერტის სპეციალური სტუმარი ცნობილი ფრანგი მუსიკოსი, რევოლუციური საფორტეპიანო მეთოდოლოგი და ფილოსოფოსი მიშელ სონი იქნება.