28 სექტემბერი, 2017

“ასე ნადგურდება ოჯახები ამ ქვეყანაში”

– გადაკეტილი მაქვს ყველა გზა და საშუალება, რომ ვისუნთქო, რომ უბრალოდ ვისუნთქო… – აცხადებს პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი:

“სამგზის უარი დედაჩემის ოპერაციების დაფინანსებაზე მაშინ, როცა აბსოლუტური ინფორმაცია აქვთ ჩვენზე, როცა ჩემი ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია, როცა სულ ცოტა ხნის წინ, უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ დამეღუპა მამა და ამან სულიერად და მატერიალურად გაგვასწორა მიწასთან.

თვალებს მთხრის ამათი ნაძალადევად გაღრეჭილი სახეები და ყალბი დაპირებები, რომ სიცოცხლით ავივსებით.

ვისაც ეს სიტყვები წუწუნი ჰგონია ან რამე მსგავსი, აღარ დავაბოლოვებ.

გადაკეტილი მაქვს ყველა გზა და საშუალება, რომ ვისუნთქო, რომ უბრალოდ ვისუნთქო…”