6 სექტემბერი, 2017

“არ მეგონა, თუ ასეთი დონის ცენზურა კიდევ არსებობდა”

აცხადებს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი და ნანა ჯორჯაძის ქართულ ღვინოზე გადაღებულ ფილმთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს:

“ნაღდად არ მეგონა, თუ ასეთი დონის ცენზურა კიდევ არსებობდა, უფრო ვუშვებდი, რომ ადამიანები თვითცენზურის გამო უარს ამბობდნენ რაღაცეებზე.

ნანა ჯორჯაძის ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან მოუთხოვიათ კახა ბენდუქიძისა და პაატა ბურჭულაძის ინტერვიუების ამოჭრა რაღაც ღვინის ფესტივალზე გასაგზავნად.

ბენდუქიძე კიდევ გასაგებია და რა პატარა და მშიშარა უნდა იყო, ბურჭულაძეც პოლიტიკურ საშიშროებად აღიქვა.”