Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ხიბულა” ბათუმის კინოფესტივალს გახსნის

16 სექტემბერი, 2017

"ხიბულა" ბათუმის კინოფესტივალს გახსნის17 სექტემბერს საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF საზეიმოდ გაიხსნება და ბათუმში მე-12-ედ გაიმართება.

გიორგი ოვაშვილის ერთ-ერთი ბოლო ფილმი “ხიბულა” ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს გახსნის. ფილმის ქართული პრემიერა სწორედ ამ ფესტივალზე შედგება, მსოფლიო პრემიერა კი ჩეხეთში კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

“ხიბულა” დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი მხატვრული ნაწარმოებია, რომელიც რეჟისორის ტრილოგიის ბოლო ფილმია – “გაღმა ნაპირი”, “სიმინდის კუნძული” და “ხიბულა”.

ფილმი ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც აღწერს, თუ რა ხდება ადამიანის, ლიდერის შინაგან სამყაროში, მის ფსიქიკაში, როცა ის აცნობიერებს, რომ ყველა და ყველაფერი დაკარგა. ეს არის ისტორია, რომელიც თაობებსა და ეპოქებში მეორდება.

გიორგი ოვაშვილი:

“ფილმი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდს – გასული საუკუნის 90-იან წლებს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლო დღეებს ეძღვნება.”