Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის ლაურეატი ცნობილია

5 სექტემბერი, 2017

წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის ლაურეატი ცნობილიავარშავის უნივერსიტეტმა წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის ლაურეატი დაასახელა.

გრიგოლ ფერაძე იყო თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი. 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

მამა გრიგოლი უცხოეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ის ხშირად იფარებდა ფაშისტების მიერ გატანჯულ ხალხს და მათ თავშესაფარსა და საზრდოს უნაწილებდა. ამის გამო მამა გრიგოლი შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს. იგი იქვე აღესრულა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა და ფაშისტებმა მისი გაზის კამერაში გაგუდვა გადაწყვიტეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.

წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია წელს ქართველმა საზოგადო მოღვაწემ და მეცნიერმა წმინდა გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, წმნდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების დამფუძნებელმა და ბაკურციხეში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის დაარსების ინიციატორმა ილია ფერაძემ მიიღო.

ქართველი წმინდანის სახელობის პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ჟურნალ „პრო გეორგიას“ ინიციატივით დაფუძნდა და მას ორგანიზატორები ორ წელიწადში ერთხელ გასცემენ.

წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია X საუკუნის უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშია – მარტვილის პანაღიის ასლი, რომელზეც წმინდა გრიგოლის ხატია გამოსახული.

ვარშავის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული პრემია ილია ფერაძეს ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში 10 სექტემბერს გადაეცემა.