Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“წვალებამ ფილმ “შვიდკაცას” დამთავრებისთვის სასამართლომდე მიმიყვანა”

29 სექტემბერი, 2017

"წვალებამ ფილმ "შვიდკაცას" დამთავრებისთვის სასამართლომდე მიმიყვანა"– აცხადებს რეჟისორის სოსო ჩხაიძის მეუღლე ნანა ზურაბიშვილი:

“მოკლედ, ასეთი “სასიხარულო” ამბავი უნდა გაცნობოთ… მთელმა ჩემმა დიდმა წვალებამ და ჯაფამ, რომელიც 25 წლის მანძილზე სოსო ჩხაიძის (ჩემი მეუღლის) ფილმის “შვიდკაცას” დასამთავრებლად გავწიე, სასამართლომდე მიმიყვანა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს სასამართლოში ჩივილს, მე უნდა მიჩივლონ… ტენდერი ჩაატარეს, ისე ფულს ვერ მოგცემთო, და გაიმარჯვა (თუ გაამარჯვებინეს) ვიღაც სრულიად გაუგებარმა სტუდიამ, რომელსაც ასეთი დიდი მასშტაბის ფილმის პოსთპროდაქშენის გამოცდილება არა აქვს, რაზეც მე, როგორც ფილმის საავტორო უფლების და 50 % წილის მფლობელმა მათთან თანამშრომლობაზე უარი განვაცხადე…

ჰოდა, ჯერ ხომ მიყვირეს, მეჩხუბნენ და დამაშინეს, ასე გიზამთ, ისე, მაგ ფილმს საერთოდ ვერ დაამთავრებ, ვერ გამოაჩენ და ა.შ. სერიოზული ფსიქოტერორი მომიწყვეს… მასალები გადაეცი, თორემ ჩვენ დაგვაჯარიმებენო და მსგავსი ამბები, საკუთარი თავი ენაღვლებათ…

ახლა კი, რამდენიმე წუთის წინ დამიკავშირდნენ და გაცნობებთ რომ თქვენ წინააღმდეგ ყველანაირი სამართლებრივი მეთოდებით ვიბრძოლებთო… აი, რა ვთქვა… რატომ ღმერთი არ გაიცინებს, რაა…

ნახვამდის “შვიდკაცა”… ამ ფილმის დრო ჯერ არ დამდგარა… ისე, რაც ჩვენ, მე და ფილმმა ხელისუფლებები, ტელევიზიის დირექტორები და კულტურის მინისტრები გამოვიცვალეთ, ვინ მოთვლის… ასე რომ, დროებითი ტაიმ-აუტია ისევ…”