Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ძალიან გთხოვთ, მიიღეთ ზომები!”

1 სექტემბერი, 2017

"ძალიან გთხოვთ, მიიღეთ ზომები!"მომღერალი მაგდა ვასაძე ბათუმის სახელმწიფო ჯაზ ბენდში მღერის. როგორც მომღერალი ამბობს, მათი მთავარი გასაჭირი სარეპეტიციოს არქონაა:

“მოგეხსენებათ, მე ვმღერი ბათუმის სახელმწიფო ჯაზ ბენდში… არაჩვეულებრივი მუსიკოსია თითოეული წევრი, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მათ სარეპეტიციო არა აქვთ!

კონცერტებს ითხოვენ, მაგრამ სარეპეტიციოს არქონის გამო, ვერ გავდივართ წინასაკონცერტო მზადებას… მე პირადად დიდი დისკომფორტი მაქვს ამის გამო!

მივმართავ ყველას, ვისაც შეუძლია რაიმე ძალას, ან ხერხს მიმართოს…. იმისთვის რომ იყოს კარგი ხარისხი, აუცილებელია რეპეტიცია…. მე პირადად არც ერთ კონცერტზე არ მივიღებ მონაწილეობას, თუ კი სარეპეტიციო არ გამოიყოფა და ადამიანურად არ დავსხდებით და არ გავარჩევთ ამა თუ იმ ნაწარმოებს!!!

მე საკუთარ თავს არ ვაძლევ იმის უფლებას, რომ ვალდებულება მოვიხადო ჩემი ჯაზ ბენდში სიმღერით! პირველ რიგში, მინდა მივიღო უდიდესი სიამოვნება! ამიტომ ძალიან გთხოვთ, მიიღეთ ზომები და სარეპეტიციო გამოყავით ბათუმის სახელმწიფო ჯაზ ბენდისთვის!”