Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“შეცდომაში შეგიყვანეს!”

20 სექტემბერი, 2017

"შეცდომაში შეგიყვანეს!"– ასე მიმართავს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მსახიობ რუსკა მაყაშვილს, რომელმაც გადაცემა “ნიჭიერის” ”რუსთავი 2”-დან “იმედზე” გადასვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

“რუსკა მაყაშვილი – იმედი მაქვს, უბრალოდ შეცდომაში შეგიყვანეს და ამიტომ მოგიწია შენც სხვების მოტყუება, თითქოს ნიჭიერი დახურეს. ეს ასე არაა. ნიჭიერი უბრალოდ გადავიდა სხვა არხზე, უკეთესი შეთავაზების გამო.

სიმართლე არ შეიძლება იყოს ორი, ან სამი. ის ერთია.

რაც შეეხება პროექტს, მიყვარდა და მიყვარს. ისევე, როგორც შენ. სადაც არ უნდა იყო, ძალიან მაგარი ხარ!”