Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ყველა მინდა იცნობდეს ამ დიდ მამულიშვილს”

7 სექტემბერი, 2017

"ყველა მინდა იცნობდეს ამ დიდ მამულიშვილს"გიორგი ფარეშიშვილი ფართო საზოგადოებას პროფესორ საიდ მულიანს აცნობს, რომელმაც ისტორიული საქმე ჩაიდიან და “დედა ენა” შეადგინა სპარსეთში მცხოვრები ქართველებისთვის.

გიორგი ფარეშიშვილი:

“ყველა მინდა იცნობდეს ამ დიდ მამულიშვილს..

პროფესორ საიდ მულიანს, რომელმაც ისტორიული საქმე ჩაიდინა და “დედა ენა” შეადგინა სპარსეთში მცხოვრები ქართველებისთვის, ასევე გახსნა ქართული ენის სასწავლი სკოლები მარტყოფში, ისპაჰანში, თეირანში…

ეს დიდი ქართველი დაუღალავად შრომობს, რათა ჩვენს ფერეიდნელ ძმებს მუდამ ჰქონდეთ განცდა მათი ისტორიული სამშობლოსი, ენისა და დამწერლობისა…

დღეს მითხრა ბევრი მთხოვს “დედა ენის” წიგნს და იმედია, მოვახერხებ, დავბეჭდავ და დავურიგებო… იქნება და მოგვეხერხებინა და ჩვენ დაგვებეჭდა ფერეიდნელებისთვის ჩვენი ტკბილი “დედა ენის” წიგნები და ჩვენს თავს დავხმარებოდით დავუმტკიცოთ ქვეყანას სიყვარული ამ გზით მაინც…

ბატონი საიდის დამსახურებაა ფერეიდნის ყველა სოფელი რომ მომატარეს და ასეთი საოცარი საქართველო მანახეს…

საჯაროდ მინდა მადლობა ვუთხრა და ქედი მოვიხარო მისი ღვაწლის წინაშე.
სულ ოდნავ რომ დავფიქრდეთ, რა გარემოში ჩაიდინა ასეთი საქმეები ჭეშმარიტად გმირობაა, აბა, სხვა რა დავარქვა.

სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთ ხალხს, ასევე ჩვენს ფერეიდნელებს, რათა არ გაუნელდეთ ის სიყვარული, რაც ისტორიულ სამშობლოსთან აკავშირებთ, იმ საქართველოსთან, სიზმრებშიც რომ ხედავენ და სიკვდილის წინაც ბოლო თხოვნად ეგღა რჩებათ: “ნეტავ იმ ქვეყნად მაინც მანახა ჩემი ტკბილი საქართველოო.”

ხოდა, სამშობლოს სიყვარული მარტო სუფრაზე სათქმელი ამბავი როდია… გავახსენოთ ჩვენს ძმებს და დებს რომ გვახსოვს, გვიყვარს და ვამაყობთ მათი ქართველობით!

P.S. შევთანხმდით, რომ გაზაფხულზე კვლავ ვესტუმრებით ისპაჰანს, ფერეიდანს და შირაზს… ამჯერად გაფართოებული შემადგენლობით, რათა რაც შეიძლება მეტმა ნახოთ 400 წლის წინ წასული ჩვენი ქართველები და ასევე სპარსული კულტურის საოცარი ძეგლები…”