Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ყველაფერი განადგურებულია”

19 სექტემბერი, 2017

"ყველაფერი განადგურებულია"კახეთის უმშვენიერესი ტაძრის – გრემის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას სერგო ედიშერაშვილი ფართო საზოგადოებას აცნობს:

“მოკლედ, რომ არ დავწერო არ შემიძლია. გრემი – ყველამ ვიცით მისი ისტორია. გრემის ირგვლივ გადასარევად იყო მოწყობილი ინფრასტრუქტურა, იყო არაჩვეულებრივი მუზეუმი, აუზი, საიდანაც არაჩვეულებრივად მოჩანდა გრემი და აუზში მისი ანარეკლი, ღამით ხომ საერთოდ ფანტასტიკა იყო.

ყველაფერი განადგურებულია, სამაგიეროდ, გიყვარდეთ რესტორანი რესტორანზე იხსნება ამ ტერიტორიაზე, მე მგონი ეს ტერიტორია მთლიანად ეპარქიას ეკუთვნის. მოკლედ ტურიზმი კი გვაბოლებს ქვეყანა რამე კეთდებაო. აი, ძმაო ტურიზმი, ამაზე დიდი ფაქტი რა მოგიყვანო კიდევ, გრემია გრემიიიიი….!

მუზეუმის შესასვლელში რამოდენიმე კახურ მოტივებზე შექმნილი პანოებია, ჩამხსვრეულია, უბრალოდ შავი ფოტოების გადაღება არ მიყვარს, თორემ გადავიღებდი.”

"ყველაფერი განადგურებულია"