Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი მეცო სოპრანო ბრაუნშვაიგის თეატრში

10 სექტემბერი, 2017

ქართველი მეცო სოპრანო ბრაუნშვაიგის  თეატრშიგერმანიაში ბრაუნშვაიგის სახელმწიფო თეატრმა გადაწყვიტა ახალი თეატრალური სეზონი ჯუზეპე ვერდის ხუთმოქმედებიანი ოპერით “დონ კარლოსი” გახსნას, სადაც ქართველი მეცო სოპრანოს ნანიკო ძიძიგურის დებიუტი პრინცესა ებოლის პარტიაში დაიგეგმა.

ნანიკოს საოპერო მუსიკის მოყვარულები სხვადასხვა სპექტაკლებიდან იცნობენ – “რიგოლეტო”, “ევგენი ონეგინი”, “ჯადოსნური ფლეიტა, “ფიგაროს ქორწინება” – ეს იმ ოპერების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც ქართველმა მეცო სოპრანომ მონაწილეობა მიიღო.

გასულ წელს ნანიკო ძიძიგურმა საერთაშორისო კონკურსზე “ვერდის ხმები” გაიმარჯვა და პირველი პრემია დაიმსახურა.