Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სტეფანწმინდა მსოფლიოში საუკეთესო დასახლებების ჩამონათვალშია

27 სექტემბერი, 2017

სტეფანწმინდა მსოფლიოში საუკეთესო დასახლებების ჩამონათვალშიასაქართველოს ულამაზესი ბუნება და უძველესი კულტურული მემკვიდრეობა კიდევ ერთხელ მოხვდა უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში.

უცხოური გამოცემის thrillist.com-ის ინფორმაციით, დაბა სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დასახლებების ჩამონათვალში მოხვდა.

გამოცემის მიერ მომზადებულ სტატიაში დასახელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ყველაზე ლამაზი, მყუდრო და მშვენიერი დასახლებები.

საქართველოსთან და სტეფანწმინდასთან ერთად საუკეთესოთა შორის მოხვდნენ ტაილანდის, ჩეხეთის, მაროკოს, იტალიის, ესპანეთის, მექსიკის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, ბრაზილიის, პორტუგალიის, ავსტრიის, გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთის, ავსტრალიის ულამაზესი დასახლებები.

სტეფანწმინდა მსოფლიოში საუკეთესო დასახლებების ჩამონათვალშია