Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნუ კლავთ ისტორიულ ქალაქს!

29 სექტემბერი, 2017

ნუ კლავთ ისტორიულ ქალაქს!თბილისის შუაგულში, ლეონიძის ქუჩა N3-ში, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის ეზოში “პანორამა-თბილისის” საბაგირო გზის ერთ-ერთი საყრდენი ბოძი დგება.

ინფორმაციას ტფილისის ჰამქარი ავრცელებს:

“შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია, აშენებულია 1911-13 წლებში, არქიტექტორ მიხეილ ოჰანჯანოვის მიერ.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს არქიტექტურის სამსახურმა რამდენჯერმე დაუწუნა ფასადზე საინფორმაციო აბრის განთავსების პროექტი, იმ მოტივით, რომ აბრა არ შეესაბამებოდა ძეგლის იერსახეს.

საინტერესოა, რამდენად თავსებადია საბაგიროს საკმაოდ მასშტაბური და მძიმე კონსტრუქციის განთავსება (რომლისთვისაც საჭიროა ძალიან ღრმა ფუნდამენტის მოწყობა), ძეგლის ინტერესებთან?!

ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე სად განთავსდებოდა საბაგიროს სვეტები, “პანორამა თბილისის” პროექტის ავტორები გვპასუხობდნენ, რომ უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით, ცეკავშირის შენობის ადგილიდან სოლოლაკის ქედამდე ბაგირი საყრდენი სვეტების გარეშე გაიჭიმებოდა!

პანორამა თბილისი არის ინვესტიცია, რომელიც კლავს ისტორიულ ქალაქს!”