Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მეფე ერეკლე II-ის დროინდელი ზარბაზნები 300 არაგველის ბაღში

24 სექტემბერი, 2017

მეფე ერეკლე II-ის დროინდელი ზარბაზნები 300 არაგველის ბაღშისაქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მეფე ერეკლე II-ის დროინდელი ზარბაზნის ნახვა ახლა უკვე 300 არაგველის ბაღშიც არის შესაძლებელი.

თბილისში ნაპოვნი მე-18 საუკუნის ექსპონატის ასლები, კრწანისის გამგეობის ძალისხმევით, ქალაქის ისტორიულ გალავანთან განთავსდა.

ერეკლე II-ის ინიციატივით, თბილისში ჯერ კიდევ 1749 წელს ააგეს საარტილერიო ქარხანა (ჯაბახანა), სადაც ციხის თოფებს, ზამბულაკებს, თოფ-იარაღსა და ზარბაზნებს ასხამდნენ. ქარხანა დღევანდელი კოტე აფხაზის, დადიანისა და ასათიანის ქუჩების მიმდებარედ მდებარეობდა.