Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მერაბ ნინიძის უახლესი ფილმი ბათუმის კინოფესტივალზე

18 სექტემბერი, 2017

მერაბ ნინიძის უახლესი ფილმი ბათუმის კინოფესტივალზებათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე 18 სექტემბერს 16 საათზე რეჟისორ კორნელ მუნდრუცოს ფილმი “იუპიტერის მთავრე” იქნება ნაჩვენები.

ფილმში მერაბ ნინიძე მონაწილეობს და ის წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად იბრძოდა.

”იუპიტერის მთვარე” მაყურებელს მოუთხრობს სირიელი ლტოლვილზე არიანზე, რომლისთვისაც უნგრეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობა ავბედით ჩანაფიქრად იქცა. ინციდენტის დროს მას პოლიციელები ესვრიან და რამდენიმე ჭრილობას აყენებენ, თუმცა შედეგი ყველასთვის მოულოდნელია: ახალგაზრდა კაცი ლევიტაციის უნარს იძენს. ეს ახალი უნარი მის გარშემო უამრავ უბედურებას იწვევს. პირადი და სისტემური კორუფცია, რწმენის დაკარგვა და ფულის მუდმივი ნაკლებობა გადაღლილ პოლიციელ ლასლოსა და კორუმპირებულ დოქტორ სტერნს ექსტრემალური სიტუაციებისკენ უბიძგებს, სადაც გულუბრყვილო არიანსაც ითრევენ.

როგორც რეჟისორმა განაცხადა, მას კინოენის საშუალებით იმ ქაოსის, დაძაბულობისა და წნეხის ასახვა სურდა, რომელსაც ბუდაპეშტში ყოველდღე გრძნობდა. შთამბეჭდავი ნამუშევარი მაყურებელს თანამედროვე ევროპაში არსებულ, მძიმე მდგომარეობას არა მარტო სიუჟეტის, არამედ ჟანრთა სტილისტური ნაზავითაც წარმოუდგენს.