Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლელა წურწუმიას კონცერტი ჩაიშალა

21 სექტემბერი, 2017

ლელა წურწუმიას კონცერტი ჩაიშალა23 სექტემბერს გერმანიის ქალაქ მიუნხენში დაგეგმილი ლელა წურწუმიას კონცერტი ჩაიშალა.

ინფორმაციას ამის შესახებ მომღერლის მეუღლე და პროდიუსერი კახი მამულაშვილი ავრცელებს:

“ძვირფასო ემიგრანტებო! განსაკუთრებულად ველოდებოდით თქვენთან შეხვედრას მიუნხენში, გულწრფელად გვინდოდა თქვენთვის საყვარელი და მონატრებული სიმღერების შემოთავაზება, ბოლო წუთამდე არ ვკარგავდით იმედს, რომ შეგხვდებოდით, ბოლო წუთამდე ველოდეთ ორგანიზატორის მხრიდან თვითმფრინავის ბილეთებს და სასტუმროს ჯავშანს, (ჰონორარზე აღარააა საუბარი), წესით, 21-ში გამთენიისას უნდა გამოვფრენლიყავით, მაგრამ პირობების შესრულება არ მოხდა…

ამიტომ ძალიან გვწყინს, რომ ამ ეტაპზე ვეღარ შეგხვდებით გერმანიაში მცხოვრებო ჩემო საყვარელო თანემემამულეებო, კონცერტი რომელიც თქვენთვის მზადდებოდა, სამწუხაროდ, აღარ შედგება.

ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცადეთ, ჩვენი რესურსებით, სარეკლამო რგოლით, სადაც ლელას მიმართვაა, ჩვენი და ჩვენი მეგობრების გვერდებზე კონცერტის რეკლამის დაშეარებით, დავხმარებოდით კონცერტის ორგანიზატორს, რაც გვთხოვა, ყველაფერი გავაკეთეთ რაც ჩვენ შეგვეძლო საქართველოდან გაგვეკეთებინა.”

კონცერტის ორგანიზატორმა გვანცა შალამბერიძემ კი განაცხადა, რომ ლელა წურწუმიას კონცერტი მიუნხენში ნოემბრისთვის გადაიდო:

“კონცერტი უნდა გადავდო ნოემბერში. დღეს და რიცხვს შეგატყობინებთ. ლელას და მამულიჩას ბოდიში კიდევ ერთხელ ამ დისკომფორტისთვის. ყველაფერი ამაზე კარგად იქნება. ვერ გავთვალე ლუდის ფესტივალი და ჩემი ბრალია ეს ქაოსი. ბოდიშს გიხდით ყველას.”