Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

იოსებ ბარდანაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება

26 სექტემბერი, 2017

იოსებ ბარდანაშვილის ბრწყინვალე გამარჯვებაკომპოზიტორმა იოსებ (სოსო) ბარდანაშვილმა პირველი პრიზი მოიპოვა.

არფისთვის შექმნილი ნაწარმოებების რიგით მე-20 საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ისრაელის „ბუხმან მეხტას სამუსიკო აკადემიაში“ გაიმართა, პირველობა ქართველმა კომპოზიტორმა არავის დაუთმო.

ინფორმაცია საქართველოს საელჩომ ისრაელში გაავრცელა:

“საქართველოს საელჩო სიხარულით აცხადებს, რომ წილად გვხვდა ბედნიერება, ერთ-ერთმა პირველებმა მივულოცოთ ჩვენ სასიქადულო მუსიკოსს იოსებ (სოსო) ბარდანაშვილს კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება – პირველი პრიზი არფისთვის შექმნილი ნაწარმოებების მე-20 საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც დღეს, 26 სექტემბერს ისრაელის „ბუხმან მეხტას სამუსიკო აკადემიაში“ გაიმართა. ამ გამარჯვებამ ბატონი სოსოს საეთაშორისო აღიარება კიდევ უფრო შორს გაიტანა. გილოცავთ, ვამაყობთ და ვხარობთ თქვენთან ერთად, ბატონო სოსო!”