Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თამარ მეფის პირვანდელი ფრესკა ვარძიაში

12 სექტემბერი, 2017

თამარ მეფის პირვანდელი ფრესკა ვარძიაშიგასული წლის 31 ოქტომბერი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ვარძიის უნიკალური ძეგლისთვის – მომხდარი ხანძრის დროს დაზიანდა ღვთისმშობლის ტაძარში მდებარე ფრესკები.

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფის – თამარ მეფის ფრესკა, რომელიც ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში მდებარეობს, პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფის მიერ გაწეული 9 თვიანი სამუშაოების შედეგად ტაძარში თამარ მეფის ფრესკამ ხანძრამდელი მდგომარეობა თითქმის აღიდგინა.

ჯგუფმა XII საუკუნის კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე მუშაობა გასული წლის ბოლოდან დაიწყო. ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა.

თამარ მეფის პირვანდელი ფრესკა ვარძიაში