Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელისო ბოლქვაძემ მუსიკალური ბანაკი დააარსა

4 სექტემბერი, 2017

ელისო ბოლქვაძემ მუსიკალური ბანაკი დააარსაიუნესკოს მშვიდობის არტისტმა, ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკალური ბანაკი დააარსა.

ელისო ბოლქვაძემ ბანაკი სალიბაურში განათლების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად გახსნა. ფესტივალის ფარგლებში შემუშავებულ არტ-კამპის უნიკალურ პროგრამაში 300 ბენეფიციარი მონაწილეობს. ისინი მუსიკით დაინტერესებული მოსწავლეები არიან.

ერთკვირიანი პროგრამა მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს იმოგზაურონ მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში, აიმაღლონ კულტურული ცნობიერება, ჩაერთონ სპორტულ, გასართობ და შემეცნებით აქტივობებში, დაესწრონ სპეციალურად შემუშავებულ ინოვაციურ მუსიკალურ ტრენინგებს, მოისმინონ ცნობილი მუსიკოსების მასტერკლასები, მონაწილეობა მიიღონ მუსიკალურ ფესტივალსა და კონკურსში. ბათუმის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ მომავლის მუსიკოსების აღმოჩენა და ხელშეწყობაა თავიანთი ნიჭის წარმოსაჩენად.

მუსიკალური პროგრამის გარდა, ბანაკის მონაწილეებს ბათუმის აკვარიუმში, დელფინარიუმსა და ბოტანიკურ ბაღში გასვლითი ექსკურსიები აქვთ.