Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დროა გამოვფხიზლდეთ!”

25 სექტემბერი, 2017

"დროა გამოვფხიზლდეთ!"აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე და მამა–პაპათაგან დატოვებული საუკუნოვანი საგანძურის დამახინჯებასა და გაქრობაზე წუხს:

“ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიული ძეგლები – ტაძრები, მონასტრები, ციხე–კოშკები, თუ მუზეუმები – ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ღირსება და ფასეულობა, რომლის დაცვა თითოეული ქართველის და საქართველოს მოქალაქის უმთავრესი ვალია სამშობლოს და წინაპართა სულების წინაშე.
სამწუხაროდ, დღეს ამ მიმართულებითაც, ისევე როგორც ყველა სფეროში, ორი ფეხით კოჭლობს ჩვენი ერი: უამრავი დამახიჯნება, უამრავი თვითნებური/კუსტარული სამუშაოები, რითაც ქრება და მახინჯდება მამა–პაპათაგან დატოვებული საუკუნოვანი საგანძური.

ჩემდა სამწუხაროდ, ხშირად ამ საქმეში თავისი უარყოფითი წვლილი სამღვდელოების ზოგიერთ წარმომადგენელსაც შეაქვს, რომლებიც თვითნებური ქმედებებით სახეს უცვლიან და აზიანებენ ისტორიულ მემკვიდრეობას.

ყველა მშენებლობა განა როდია მისაღები, მშენებლობას ხომ დიდი გემოვნება სჭირდება და პირველ რიგში ცოდნა – რა და როგორ აშენდეს, ან აღდგეს!

საუბედუროდ, ჩვენს შორის ძალიან ბევრს ვერ გაუგია ელემენტარული, რომ ამ საუკუნოვან მემკვიდრობასთან ნებისმიერი შეხება უნდა ხდებოდეს დიდი სიფრთხილით სპეციალისტების (რესტავრატორების და ხელოვნებათმცოდნეების) ჩართულობით, თორემ ტალახის და ცემენტის უმისამართო ზელვა ხშირად მხოლოდ უგემოვნო ჩარევას, წინაპართაგან დანატოვარი ისტორიული ძეგლის სახეცვლილებას, ან სულაც დაზიანებას იწვევს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უნდა გააძლიეროს თავისი საქმიანეობა ყველა მიმართულებით, თორემ ყოველწლიურად ვკარგავთ და ვანაგურებთ საუკუნოვან არტეფაქტებს, მამა–პაპათა ოფლით და სიხლით ნაწვალებ-ნაშენებ უნიკალურ და ულამაზეს ისტორიულ მემკვიდროებას.

დროა გამოვფხიზლდეთ, შთამომავლობა პასუხს მოგვთხოვს…”