Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დადეშის ტაძარში უცნობი წარწერა აღმოაჩინეს

23 სექტემბერი, 2017

დადეშის ტაძარში უცნობი წარწერა აღმოაჩინესჯავახეთში კიდევ ერთი უცნობი ლაპიდარული წარწერის ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

კუკური მეტრეველი:

“დადეშის მე-19 საუკუნეში ქართულ ტაძარზე მიშენებული სომხური ეკლესიის “აღდგენა–გადაკეთებითი” სამუშაოები დაუსრულებიათ თითქმის. ცოტ–ცოტა ჩვენი ტაძრისთვისაც “შეუვლიათ” ხელი. ამის თაობაზე გაზაფხულზე უკვე მოგახსენეთ, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელიც ყოფილა ადგილზე ჩასული. ამის თაობაზე ახლა თავს აღარ შეგაწყენთ.

სექტემბრის დასაწყისში ვარძიიდან მომავალმა დადეშში კიდევ ერთხელ შევიარე და “გამიმართლა”. ამდენი წლის მცდელობის შემდეგ როგორც იქნა მე-8 საუკუნით დათარიღებული ქართული ტაძრის კარები გაღებული დამხვდა და ინტერიერის დათვარიელება მოვახერხე!

კომუნისტების დროს ისე, როგორც ბევრგან, აქაც ყველის შესანახი საწყობი ყოფილა მოწყობილი. საკურთხეველში დღესაც ადგილზეა ბეტონის აუზები. კედლებიც სქელი კირით ალბათ მაშინაა დაფარული. მიუხედავად სქელი ფენისა, რამოდენიმე ბოლნური ჯვარი და სხვა საინტერესო ელემენტი მაინც კარგადაა შესამჩნევი.

რაც შეეხება სომხურ ეკლესიას, მისი დასავლეთი ფასადი ახლიდანაა გაწმენდილი, რამაც გამოაჩინა მანამდე ცნობილი და ერთიც უცნობი ასომთავრული წარწერა. ამ კედელში მეორადად ჩატანებულ ერთ–ერთ მოზრდილ ქვაზე დღესაც ემჩნევა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებამდე საგულდაგულოდ გადაფხეკილი საკმაოდ მოზრდილი 20 სტრიქონიანი ასომთავრული წარწერის კვალი.

ცნობილია და ლიტერატურაშიც აღწერილია სომხური ტაძრის შესასვლელის თავზე ჩატანებული მეორადი ბალავრის ქვის მარცხენა კიდეში არსებული და გადაფხეკილი წარწერის კვალიც. მაგრამ უცნობი იყო და რატომღაც შეუმჩნეველი ჩემთვისაც კიდევ ერთ ქვაზე არსებული მომცრო წარწერა, რომელიც კარიბჭის ზემოთ, სამხრეთისკენაა ჩატანებული. ეს წარწერაც სანახევროდ გადაფხეკილია, ხოლო მისი პერპენდიკალური წაწერა მთლიანადაა ამომტვრეული. დარჩენილი ფრაგმენტი დაახლოებით ასე იკითხება: ქ(რისტე) შწ.”

დადეშის ტაძარში უცნობი წარწერა აღმოაჩინეს