Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი ოვაშვილის “ხიბულა” საფრანგეთის კინოთეატრებში

28 სექტემბერი, 2017

გიორგი ოვაშვილის "ხიბულა" საფრანგეთის კინოთეატრებშირეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი “ხიბულა” 15 ნოემბრიდან საფრანგეთის კინოთეატრებში იქნება ნაჩვენები.

ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

“ხიბულა” დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი მხატვრული ნაწარმოებია.

გიორგი ოვაშვილი:

“ფილმი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდს – გასული საუკუნის 90-იან წლებს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლო დღეებს ეძღვნება.”

ფილმის ქართული პრემიერა 23 ნოემბერს გაიმართება.