Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბესიკ ხარანაულის მთავარი სათქმელი

8 სექტემბერი, 2017

ბესიკ ხარანაულის მთავარი სათქმელიმწერლისა და პოეტის ბესიკ ხარანაულის შემოქმედება მკითხველთა ნაწილს რთულად ეჩვენება, ნაწილს კი – მარტივად.

თავად ავტორი ამბობს, რომ მისი ნაწარმოებების ამოსავალი წერტილი სიმართლეა და სათქმელი, რაც მას როგორც ადამიანს, ყველაზე მეტად აწუხებს:

„რამდენსაც ადამიანებზე ფიქრობ, იმდენ ხანს რომ ღმერთზე იფიქრო!
ადამიანებზე ფიქრი უწესობას გაჩვევს,
ღმერთზე ფიქრი – წესიერებას.
ადამიანებზე ფიქრი მიგაჭენებს,
ღმერთზე ფიქრი გაჩერებს.
ადამიანები გაფორიაქებენ,
ღმერთი გამშვიდებს.
ადამიანებს ვერ მიეწევი,
ღმერთი ყოველ წამს გვერდუთ გყავს.
ადამიანებზე ფიქრობ – მარჯვნივ თუ მარცხნივ,
ღმერთი კი სწორადა გყავს.
ადამიანი მრავალნაირია,
ღმერთი კი უცვლელი.
ადამიანი ხან შეიძლება, ხან არა,
ღმერთი კი მუდამ.“