Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ალენ დელონი საავადმყოფოში მოხვდა

30 სექტემბერი, 2017

ალენ დელონი საავადმყოფოში მოხვდა81 წლის მსოფლიო ვარსკვლავი ალენ დელონი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც უცხოური პრესა იუწყება, მსახიობი თავს შეუძლოდ გრძნობდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ზაფხულს მისი საყვარელი ქალბატონი მირეი დარკი გარდაიცვალა.

ინფორმაცია ალენ დელონის ჰოსპიტალიზირებასთან დაკავშირებით, მისმა 27 წლის შვილმა ანუშკა დელონმა პრესას დაუდასტურა:

“მამამ ძალიან რთულად გადაიტანა თავისი საყვარელი ადამიანის მირეი გარდაცვალება, მაგრამ ეს მის საავადმყოფოში მოხვედრასთან არანაირ კავშირში არ არის.

ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მას ფეხში სისხლის მიმოქცევის პრობლემა ჰქონდა, ამიტომაც შუნტირება დასჭირდა.”