17 სექტემბერი, 2017

“წიგნის გამოსაცემი ფულიც კი ვეღარ მომიგროვებია…”

ქართველი პოეტი, მწერალი და ჟურნალისტი მიხეილ ღანიშაშვილი უსახსრობაზე წუხს და საჯაროდ აცხადებს, რომ ახალი წიგნის გამოსაცემი ფული ვერ მოუგროვებია:

“ეს სალაყბო (‘ბესედკა”) და მრავალფუნქციური ბუხარ-მაყალი თავიდან-ბოლომდე ჩემს მიერ აშენებულ-მოპირკეთებულია ამ ოთხიოდე წლის წინათ პეტერბურგში.

აბა, ნახეთ და ყურადღებიანად შეაფასეთ!

ახლა სოფელში ვარ: მარტო, უსახსრო და იმდენად უპერსპექტივო, რომ ჩემი ახალი წიგნის გამოსაცემი ფულიც კი ვეღარ მომიგროვებია…

თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი მსგავსი შეკვეთის მოცემისა, მე აუცილებლად ვეცდები პატრონი გაგხადოთ არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულების, არამედ ხელოვნების ნიმუშის რანგამდე აყვანილი ობიექტისა.

ჩემი ტელეფონის ნომერია: 599 56 17 90

P.S. დიდად დამავალებთ, თუ ამ პოსტს გააზიარებთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა (ეგებ პოტენციურმა დამკვეთმაც კი შეძლოს მისი ნახვა!”