14 სექტემბერი, 2017

“ყველამ ზურგი შემაქცია”

აცხადებს ქუთაისის ოპერის თეატრის მევიოლინე მარიტა ვარძელაშვილი. მარიტა 3 შვილის დედაა. უკვე 4 თვეა 2 წლის ვივიანა მაღალი სიცხეებით იტანჯება. გოგონას საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუსვეს, მხოლოდ საფრანგეთში აძლევენ მკურნალობის 100 პროცენტიან შანსს. დედას კი 3.000 ევრო არ გააჩნია, რომ შვილის სიცოცხლე გადაარჩინოს:

მარიტა ვარძელაშვილი:

“ყველამ ზურგი შემაქცია, სახელმწიფომაც… სოციალურზე უარი მითხრეს… ვისი იმედიც უნდა ჰქონდეს გამწარებულ დედას, იმის იმედი არ დამიტოვეს, 2 წლის ბავშვი მაღალი სიცხეებისგან გამოფიტული და ძალა გამოცლილი სახლში მიწევს, როცა შემეძლო ყველა პროფესორთან მყავდა, მაგრამ დიაგნოზი ვერავინ დაუსვა, ამ კვლევებს და ვითომ მკურნალობას შეეწირა მთელი ჩემი ფინანსები და თუ რამე გამაჩნდა.

ვივიანა 9 კილოდან 8 კილომდე ჩამოვიდა. 4 თვეა იტანჯება, ტირილისგან დასიებული და ნატანჯი თვალებით მიყურებს და ვერაფერს ვშველი, ხანდახან საკუთარი თავიც მძულს რომ ვერ ვეხმარები, ის ხომ შემომცქერის დასახმარებლად, მას როგორ ავუხსნა, რომ მე ვერ დავეხმარები და ასე მოუწევს ყოფნა თუ კი ვერ გავაცილე საქართველოს საავადმყოფოებს და ვერ წავიყვანე იქ, სადაც მკურნალობის და შედეგის 100% შანსს მაძლევენ. ეს ქვეყანაა საფრანგეთი, ქალაქი მონტპელიერი, სადაც დახმარებას ერთი ქართველი გოგონა გამიწევს.

3.000 ევრო რა არის შვილის სიცოცხლისთვის? ეს თანხა მჭირდება მხოლოდ, აქედან 330 ევრო, 30$ და 1000 ლარი უკვე შემიგროვეთ კეთილმა ხალხმა. გეხვეწებით, გემუდარებით 1 ლარი დღეს ხომ ყველას გაქვთ, დამეხმარეთ, სულ ცოტაღა გვაკლია, პასპორტების გაკეთება დაწყებული მაქვს.

შენ, ვინც ამას კითხულობ, ნუ იფიქრებ რომ შენი 1 ლარი არაფერია, ეს თანხა, რაც ხალხმა შემიგროვა, სწორედ 1 ლარებითაა შეკოწიწებული. თუ სახლიდან ვერ გადიხართ, აიღეთ მობილური და დარეკეთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე, თუ ბარათზე გაქვს თანხა, ჩაგვირიცხეთ ასევე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე, თუ დღეს გადახდის აპარატთან მოხვდებით, იქიდანაც შეძლებთ დახმარებას.

გემუდარებით, ვივიანას რომ რამე დაემართოს თავს არ ვიცოცხლებ და 2 შვილი 3-4 წლის ბავშვები დარჩებიან მხოლოდ მამის ამარა, დედიკოს გარეშე.

ვმუშაობ თვეში 150 ლარზე, ვარ მევიოლინე ქუთაისის ოპერის თეატრში და ყოველდღე გამწარებული გავრბივარ სახლისკენ იმის შიშით, რომ ბავშვი სიცხისგან გაშავებული არ დამხვდეს!

გთხოვთ, წარმოიდგინეთ ყველამ თქვენს თავზე, რომ თქვენს შვილს ამხელა სიცხეები ჰქონდეს დღე-ღამე და არცერთი წამალი არ შველოდეს. გადასხმა შველის მხოლოდ რამდენიმე საათი, მერე ისევ სიცხეს აძლევს 39-40. ფეხები და ხელები დალურჯებული აქვს კათეტერისგან. გამიგეთ, დამიდექით გვერდით, სულ ცოტაღა მჭირდება იმისთვის, რომ შვილი გადავარჩინო

GE74TB7593145061100063 თიბისი ბანკი მიმღები შოთა ქვირია…

GE24BG0000000797837600 საქართველოს ბანკი მიმღები მაია ვარძელაშვილი….

GE61VT1000002064644506 ვითიბი ბანკი… პირადი ნომერი 60001099009…

საქველმოქმედო ზარი 0901701202 …