24 სექტემბერი, 2017

უნიკალური ფრესკა ლორეში

მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე ლორეში მდებარე ქობაირის ეკლესიაში არსებული უნიკალური ფრესკის შესახებ საუბრობს:

“ესაა მართლაც უნიკალური ფრესკა და მგონი აქამდე არც არსებობს მისი ფოტო. მე არ შემხვედრია ყოველ შემთხვევაში.

ქობაირის ეკლესია მდებარეობს ლორეში. მე-13 საუკუნეში ეკუთვნოდა საქართველოს განთქმული ამირსპასალარის, დავით სოსლანის თანამებრძოლის და თამარ მეფის ერთგული ვასალის ზაქარია მხარგრძელის შვილს – შანშე (შაჰანშაჰ) მხარგრძელს.

ამ ფრესკაზე იქ მომუშავე სომეხი რესტავრატორები მომიყვნენ, რომ ახლახანს ჩამოსულმა იტალიელმა სპეციალისტებმა, რაღაც კვლევის შემდეგ ძალიან დამაჯერებლად ივარაუდეს, რომ ეს უნდა იყოს ზაქარია და ივანე მხარგრძელი (ქვემოთ) და მათი მამის – ამირსპასალარ სარგისის გამოსახულებები.

ეს ცნობა მართლაც სარწმუნო უნდა იყოს, რადგან ცნობილია, რომ ამ მონასტერში მხარგრძელების საფლავებია (არ მიყვარს სიტყვა საძვალე). და თუ ეს მართლა ასეა, ეს იქნება ჯერჯერობით ერთადერთი გამოსახულება მხარგრძელების… ნუ სანამ მეორეს არ ჩამოვიტან დავით გარეჯიდან… და ყველაზე საინტერესოა, რომ სარგისი ღებულობს კვერთხს ციდან, ანგელოზის ხელიდან.”