18 სექტემბერი, 2017

ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა

80 წლის ასაკში ცნობილი ქართველი ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა.

მომღერალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. მას სიმსივნე ჰქონდა, თუმცა მკურნალობამ თითქოს შედეგი გამოიღო და ტენორი გამოაჯანმრთელა.

სამწუხაროდ, დაავადებამ კვლავ იჩინა თავი და ზურაბ სოტკილავას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ინფორმაცია ჟურნალისტებს მოსკოვის დიდი თეატრის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ურინმა დაუდასტურა.