Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ვიცი მას არ ესიამოვნება, მაგრამ მე განსაკუთრებით მეამაყება მისი საქციელი”

8 აგვისტო, 2017

"ვიცი მას არ ესიამოვნება, მაგრამ მე განსაკუთრებით მეამაყება მისი საქციელი"მსოფლიოში ცნობილი პიანისტის დუდანა მაზმანიშვილის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ისტორია ვრცელდება.

“იმედი მაქვს სუბიექტუობაში არ ჩამომართმევთ და დამეთანხმებით, რომ როდესაც მსოფლიოში ცნობილი პინიასტი თავის ძალიან მნიშვნელოვან კონცერტს აუქმებს და მიემგზავრება პირდაპირ ომის შუაგულში, სადაც განურჩევლად ხოცავენ უცხოელ ჟურნალისტებს, თუ მოქალაქეებს და თან მიჰყავს გერმანული ტელევიზიის ჟურნალისტები, რათა უკეთ გაშუქდეს მსოფლიოში რა ხდება რეალურად საქართველოში – ეს პატრიოტიზმის, თავდადების, სამოქალაქო აქტივობის და პროფესიონალიზმის განსაკუთრებული ფაქტია, ისევე, როგორც განსკუთრებულია მისი ჩამდენი დუდანა (ის ამ დროს დიპლომატიც არ არის).

ვიცი, მას არ ესიამოვნება ეს პოსტი და არ უყვარს ამაზე ბევრი საუბარიც, მაგრამ მე განსაკუთრებით მეამაყება მისი ეს საქციელი და ვფიქრობ, ასეთი ფაქტები ფართოდ უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის, რათა აიღონ მისგან მაგალითი უშიშრობისა და გამბედაობისა მისმა თანატოლებმა, თანამოქალაქებმა, კოლეგებმა თუ შემდეგმა თაობებმა.

მისი სახე ამ ფოტოზე კარგად გადმოსცემს მის შეგრძნებებს და ემოციას (რომლიც აისახება მის დაკვარაშიც). ვისურვებდი, ასეთი პიროვნებები ბევრი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ვერანაირი მტერი ვერ დაგვამარცხებს!

2008 წ. 10 აგვისტო, გორი, რომელსაც ამ დროს მთლიანად მტერი აკონტროლებს. დუდი იუ არ ზე ბესტ.”