Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა”

19 აგვისტო, 2017

"უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა"– უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა წელს ბერლინალეზე, 5 ქართული ფილმი იყო გასული… ამ პატარა ქვეყნიდან… – აცხადებს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი და ხელისუფლებას მიმართავს:

“თვითონ ფესტივალის მესვეურები დარჩნენ გაკვირვებულნი…!!! ახლა ორმა ქართულმა ფილმა აიღო მთავარი პრიზი!!! ლოკარნოში და სარაევოში!!! ხელისუფლებას მივმართავ, დასკვნები თვითონ გამოიტანეთ!!! ვის გააქვს საქართველოს სახელი მსოფლიოში და თან ასე ამაყად!!! პრიორიტეტებს ხომ არ გადახედავდით???

ომის დროს ჩერჩილს შეუტანეს განსახილველად ქვეყნის ბიუჯეტი. ჩერჩილმა გადაავლო თვალი დოკუმენტს და გაკვირვებულმა ჰკითხა: – სად არის კულტურაზე გამოყოფილი ფული?.. – ომი მიდის და რა დროს კულტურაა?… – თუ არ არის კულტურა, მაშინ რაღაზე ვომობთ? – მიუგო გაკვირვებულმა ჩერჩილმა.”