30 აგვისტო, 2017

უნიკალური სამონასტრო კომპლექსი უმძიმეს დღეშია

ზემო ხოდაშნის დედათა მონასტრის კომპლექსი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარეობს, უმძიმეს დღეშია.

სამონასტრო კომპლექსი XIII საუკუნეს მიეკუთვნება ტყეში მდებარეობს. კომპლექსში შედის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია, სასახლე, სატრაპეზო, კოშკი-სამრეკლო, საცხოვრებელი ნაგებობები და მარანი. კომპლექსის ყველა ნაგებობა სხვადასხვა დონეზეა განლაგებული და არაწესიერი მოხაზულობის გალავანი აქვს შემოვლებული.

ინფორმაციას სამონასტრო კომპლექსის სავალალო მდგომარეობის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს:

“ზემო ხოდაშნის წმიდა ნიკოლოზის მე–13 საუკუნის სამონასტრო კომპლექსი ახმეტის მუნიციპალიტეტში. ფოტოები ელდარ ჭიჭიაშვილისა. უნიკალური სამონასტრო კომპლექსი უმძიმეს დღეშია…”