Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ტრაგედია “ღამის სერენადების” გახსნაზე

27 აგვისტო, 2017

ტრაგედია "ღამის სერენადების" გახსნაზებათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის “ღამის სერენადების” გახსნაზე ტრაგედია მოხდა.

გენიალური ლიანა ისაკაძის მეუღლეს თამაზ ჩაჩავას ფესტივალის გახსნაზე გულმა უმტყუნა.

სამწუხარო ინფორმაცია ამის შესახებ მუსიკოსმა ოთარ მაღრაძემ გაავრცელა:

“მოულოდნელად გარდაიცვალა შესანიშნავი ადამიანი, უკეთილშობილესი, პიროვნება, თავისი საქმის ბრწყინვალე მცოდნე, ექიმი, ლიტერატორი, ხელოვანი, ქალბატონ ლიანა ისაკაძის მეორე ნახევარი მისი ჭირის და ლხინის გამზიარებელი ბატონი თამაზ ჩაჩავა ფესტივალ “ღამის სერენადების” გახსნაზე ბათუმში გულმა უმტყუნა.

28 აგვისტოს თვითონაც უნდა მიეღო მონაწილეობა კონცერტში, მაგრამ ეს კონცერტი ჩატარდება როგორც მისი ხსოვნის საღამო და ჩვენც უკანასკნელად მივაგებთ პატივს მის ხსოვნას. ნათელში ამყოფოს ბატონი თამაზის სული ღმერთმა!”