3 აგვისტო, 2017

თბილისში კიდევ ერთ ისტორიულ შენობას ანგრევენ

დედაქალქში ისტორიული შენობები რომ ელვის სიწრაფით ინგრევა და მათ ადგილას ახალი შუშა-რკინა-ბეტონის შენობები შენდებაბ უს არახალია.

რუსიკო სტურუა სამტრესტის შენობის “ჩაი გრუზიას” ნგრევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

“თბილისის მერია, თბილისის არქიტექტურის სამსახური – ანგრევთ არა?! უკეთესი რა უნდა ააშენოთ, შუშა-რკინა-ბეტონი?

ასე რამ შეგაძულათ და რატომ გაწირეთ ეს ქალაქი?!

სამტრესტის შენობა – “ჩაი გრუზია” პროექტი გაკეთდა 1936-38 წლებში, აშენდა 1941 წელს.

ავტორი მიხეილ ნეპრინცევი. სხვათაშორის, ნეპრინცევი დაიბადა თბილისში, გარდაიცვალა თბილისში და დაკრძალულია ჩვენს ქალაქში.”