Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სიფრთხილე გვმართებს”

1 აგვისტო, 2017

"სიფრთხილე გვმართებს"მწერალი და ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი თანამემამულეებს მეტი სიფრთხილის გამოჩენას და საკუთარი ნააზრევის კარგად გაანალიზებას ურჩევს:

“ქართველებს ერთი პირი არ გვაქვს და ეს არახალია. უკვე შევეჩვიეთ კიდეც იმას, რომ მუდმივად ვედავოთ ერთმანეთს. ვიკამათოთ სახელმწიფოებრივ საკითხებზე და არც კი ვიფიქროთ იმაზე, რომ ხშირად ჩვენს მიერ ნასროლი აზრები, რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურშია დაწერილი და ჩვენზე თავსმოხვეული.

ქართველები ხომ ფასდაუდებელ სამსახურს ვუწევთ ჩვენი მოქმედებით მათ, ვინც დიდ სახსრებს ხარჯავს იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენივე ქვეყნის საზიანოდ გამოგვიყენოს.

ვინც იძულებული არ ხართ ქვეყნის საზიანო პოსტები წეროთ და არ ემსახურებით გადამთიელებს, ურიგო არ იქნება დაფიქრდეთ პოსტის გამოქვეყნებამდე, ვის წისქვილზე ასხამს წყალს თქვენი ნააზრევი.

არადა სიფრთხილე გვმართებს, ისეთ მდგომარეობაშია ქვეყანა…”