20 აგვისტო, 2017

საქართველოს სახელმწიფო ენის აბუჩად აგდებისთვის ცოდვა-მადლი მოეკითხოს…”

ლევან ღვინჯილია წლებია საქართველოს სახელმწიფო ენის დასაცავად იბრძვის და მოითხოვს პრემიერისგან პარლამენტის მიერ მიღებული კანონის იგნორირება დასრულდეს:

“პოლიტიკურ-ნაციონალური წყევლა!

– საქართველოს სახელმწიფო ენის აბუჩად აგდებისა, მისი კონსტიტუციური სტატუსის დამცრობა-დაკნინებისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის იგნორირებისათვის, რამაც გამოიწვია ქართული ენის ასეთი დაჩაჩანაკება და გასაცოდავება, ყველა აქედან გამომდინარე, ბრალი და ცოდვა-მადლი მოეკითხოს საქართველოს სულთანს (ანუ პრემიერს) – გიორგი კვირიკაშვილს!”