25 აგვისტო, 2017

საოცარი აღმოჩენა გურჯაანში

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი გურჯაანში საოცარი აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

“საოცარი აღმოჩენა გურჯანის რაიონის სოფელ კალაურში!

ნათლიმცემლის გრანდიოზული სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის მარჯვენა ეკვდერის რესტავრაციისა და გაწმენდის პროცესში, რომელსაც მამა ილია (ჯანიაშვილი) ხელძღვანელობს, აღმოჩენილ იქნა XI საუკუნის საფლავი, სადაც წარწერის მიხედვით განისვენებს “რანთა და კახთა მეფე…”

არქეოლოგების და სპეციალისტების დასკვნით, სამარე წარმოადგენს კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის განსასვენებელს, რომელიც მეფობდა 1010-1037 წლებში. მისი მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული.”