რეჟისორი სოსო ნემსაძე გორის თეატრიდან წავიდა

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ თანამდებობა დატოვა და კონკურსში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს:

“მე მივმართავ მხოლოდ ერისთავის თეატრის ერთგულ მაყურებელს, თქვენ ნამდვილად იმსახურებთ საუკეთესო სპექტაკლებს. თქვენი მხურვალე ემოცია ყოველთვის გარკვეულ სტიმულს მაძლევდა გორელებო.

ყველა პროექტის განხორციელება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ყველაზე რთული მაინც თეატრიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება აღმოჩნდა. რას იზამ, ეს მაინც გარდაუვალი იქნებოდა, ხოდა იყოს ახლა. უდიდესი წარმატება ერისთავის თეატრს. მიყვარხართ.”