29 აგვისტო, 2017

ქართველი მოცეკვავეების წარმატება საერთაშორისო შეჯიბრზე

საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაცია ტალინში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე ქართველი მოცეკვავეების წარმატებაზე ავრცელებს ინფორმაციას:

“ჩვენ განვაგრძობთ თქვენთვის სასიამოვნო და საინტერესო სიახლეების გაცნობას!

ჩვენი ფედერაცია ძალიან ამაყია, რომ პირველი ქართველი სენიორი-1 კატეგორიის წყვილი ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამით შალვა მელანაშვილი და მარიამ კუკუნაშვილი ასეთი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევენ მსოფლიო რეიტინგის TOP 25-სკენ!

წინა სეზონის დეკემბერში დაიწყეს ასპარეზობა და რამოდენიმე დიდი შეჯიბრის შემდეგ დღეს ისინი მსოფლიო რეიტინგის 68-ე ადგილზე არიან!

განსაკუთრებით წარმატებული იყო მათი ასპარეზობა ქალაქ ტალინში საერთაშორისო შეჯიბრზე TALLINN TROPHY 2017. კატეგორიაში WDSF SENIOR 1 LATIN მათ მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავეს!

ვულოცავთ მათ ამ შედეგს! ისინი უკვე წარმატებით ცდიან საკუთარ ძალებს ყველაზე რთულ კატეგორიაშიც – WDSD WORLD OPEN LATIN- უფროსი ასაკის მოცეკვავეების ძირითად კატეგორიაშიც!

ისინი წარმოადგენენ სტუდია “თელას”, მწვრთნელი-ქორეოგრაფები: რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო!

გასული სეზონის ასევე განსაკუთრებით წარმატებული შეჯიბრებები იყო ესპანეთის ქალაქ კამბრილსში და გერმანიის ქალაქ ვუპერტალში.

ფედერაციის აღმასკომის სახელით ჩვენ გვსურს წარმატებები ვუსურვოთ შაკოს და მარიამს და იმედი ვიქონიოთ, რომ სულ მალე ეს ქართველი წყვილი იცეკვებს ამ კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს!”