12 აგვისტო, 2017

ქართველებით აღტაცებული ამერიკული “ნიჭიერის” ჟიური

ქართველებით დაკომპლექტებულმა ცეკვის ანსამბლმა “დაკარგული ლეგენდები” ამერიკულ “ნიჭიერში” მიიღო მონაწილეობა.

რიგით მე-12-ე სეზონში ჟიურის და მაყურებლის წინაშე სხვადასხვა ქვეყნის ნიჭიერები წარსდგნენ. ქართველების ანსამბლმა ჟიურის ყველა წევრისგან მოწონება და შესაბამისად “კი” დაიმსახურა.

ანსამბლის წევრებმა “ქართველ მეომართა ცეკვა” შეასრულეს. “დაკარგული ლეგენდების” შესახებ ამერიკული “ნიჭიერის” ოფიციალური ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ ისინი საქართველოდან არიან და მათ ქვეყანაში ცეკვა ყველას სისხლში აქვს.