21 აგვისტო, 2017

ქართული კინოს სამარცხვინო დაფინანსება

ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა კინომ არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებებს მიაღწია.

ამის მიუხედავად ქართულ კინოს სამარცხვინო დაფინანსება აქვს.

რეჟისორი ლევან თუთბერიძე ეროვნული კონკურსის დაფინანსებისთვის გამოყოფილ თანხას ასახელებს და მას სამარცხვინოს უწოდებს:

“სირცხვილია! ქართული კინოს დაფინანსება 1 000 000 ლარი. ეროვნული კონკურსის დაფინანსება არის ეს ციფრი.

ევროპულ კინოცენტრებს აფინანსებენ ფონდები და კერძო ინვესტორები. მაგალითად, დანიის კინოცენტრის ბიუჯეტი არის 70 000 000 ევრო. ყველა ევროპულ ქვეყანას აფინანსებს სახელმწიფო ნაწილობრივ და ეს დაფინანსება ადეკვატურია ფილმის ბიუჯეტის. სრულმეტრაჟიანი კინო ჯდება მინიმუმ 1 200 000 ლარი საქართველოში. სად არის ჩვენთან კინოფონდები?

ქართული კინოს ისტორიაში ამდენი პრიზი და წარმატება არასდროს ყოფილა რაც ამ ბოლო 10-12 წელიწადში მოიპოვა ქართულმა კინომ, თუმცა ძველი, გენიალური კინოც არსებობს, რომელზეც ჩვენ გავიზარდეთ, ახალი ნიჭიერი თაობაც მოდის და რატომ არ გვინდა ამის დანახვა?”